Saturday, September 30, 2017

დღე მეხუთე

ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა დღევანდელი დღე. გავეცანი საინტერესო საკითხებს, კერძოდ: მესამე მოდულს "კავშირები",  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, გავიაზრე თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება მოსწავლეების მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის, რომ ძალზე ხელსაყრელია ინტერნეტით თანამშრომლობა, სწრაფი შეტყობინებებისა და იდეების გაცვლა-გამოცვლის ხელშესაწყობად, რომ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა.

Sunday, September 17, 2017

დღე მეოთხე

მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენი საშინაო დავალებების მიმოხილვით, კიდევ ერთხელ მოგვცა ტრენერმა  კომპეტენტური რჩევა-რეკომენდაციები, თუ როგორ  გაგვემიჯნა ერთმანეთისაგან თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შემდეგ განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი და შეფასების სქემა. გავიგე, რომ პროექტის დაგეგმვის შემდეგ საჭიროა შეფასების მეთოდების გამოყენება, გავიაზრე შეფასების ინსტრუმენტების სათანადოდ ჩასმა. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მუშაობაში, რაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.

Saturday, September 16, 2017

დღე მესამე

დღევანდელი დღე ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმ გაგებით, რომ გავერკვიე სასწავლო პროექტის აგების პრინციპში. გავეცანით როგორ დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის მოსამზადებლად. მოხიბლული ვარ ტრენერის მიერ საკითხების სიღრმისეული და კომპეტენტურად გაშუქების გამო. აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის პროცესში.

Saturday, September 9, 2017

დღე მეორე

დღე მეორე
 დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები სავარაუდო  განსახორციელებელი პროექტების შესახებ, აგრეთვე ვიმსჯელეთ თუ როგორ შევქმნათ სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსები, შევქმენით ახალი ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისათვის. როგორც ვიცით,  პროექტებისა თუ სხვა ახალი ინოვაციებით სწავლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, რასაც დღითიდღე ვხვეწთ ტრენერის საინტერესო და შთამბეჭდავად გადმოცემის შედეგად. დღეს გავეცანით გაზეთების, პუბლიკაციების, ბუკლეტების შექმნას, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Friday, September 8, 2017

დღე პირველი

დღევანდელი ჩვენი ტრენინგ-მოდული ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო, ამიტომ დიდი ინტერესითა და გულისყურით მოვისმინე და პრაქტიკულადაც ბევრი რამის გაკეთება შევძელი. გავეცანი 21-ე საუკუნის ფაილს,  ვისწავლე პორტფოლიოსა და ბლოგის შექმნა, რაც აუცილებლად გამომადგება მუშაობაში. ასევე საინტერესო იყო სასწავლო პროექტის განხილვა.პროექტით სწავლება მოსწავლეებისათვის არის სიახლე, რაც მათთვის  საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის მასალას. მოსწავლე პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას ძალიან ბევრ მასალას მოძებნის და შეისწავლის. პრობლემის გადაჭრისას კი მას ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები უვითარდება.