მეოთხე დღე დავიწყეთ ჩვენი საშინაო დავალებების მიმოხილვით, კიდევ ერთხელ მოგვცა ტრენერმა კომპეტენტური რჩევა-რეკომენდაციები, თუ როგორ გაგვემიჯნა ერთმანეთისაგან თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შემდეგ განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი და შეფასების სქემა. გავიგე, რომ პროექტის დაგეგმვის შემდეგ საჭიროა შეფასების მეთოდების გამოყენება, გავიაზრე შეფასების ინსტრუმენტების სათანადოდ ჩასმა. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მუშაობაში, რაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას.
No comments:
Post a Comment