დღევანდელი ჩვენი ტრენინგ-მოდული ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო, ამიტომ დიდი ინტერესითა და გულისყურით მოვისმინე და პრაქტიკულადაც ბევრი რამის გაკეთება შევძელი. გავეცანი 21-ე საუკუნის ფაილს, ვისწავლე პორტფოლიოსა და ბლოგის შექმნა, რაც აუცილებლად გამომადგება მუშაობაში. ასევე საინტერესო იყო სასწავლო პროექტის განხილვა.პროექტით სწავლება მოსწავლეებისათვის არის სიახლე, რაც მათთვის საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის მასალას. მოსწავლე პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას ძალიან ბევრ მასალას მოძებნის და შეისწავლის. პრობლემის გადაჭრისას კი მას ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები უვითარდება.
No comments:
Post a Comment