Sunday, October 1, 2017

დღე მეექვსე

 ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. გავეცანით მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნის წესს. დავგეგმეთ მოსწავლის მიერ შესასრულებელი დავალება, რომელმაც დამაფიქრა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყოველთვის გაითვალისწინოს მოსწავლის ინტერესები, შესაძლებლობები და ასევე ის, რომ  ამ დავალების შესრულება მოსწავლეს განუვითარებს კვლევის, ძიების,შემოქმედებითობის, თანამშრომლობის უნარებს. გავაცნობიერე, ისიც  თუ  მოსწავლის პროექტის შეფასება რამდენად ზუსტად და მორგებულად უნდა მოვახდინო.

No comments:

Post a Comment