მეტად პროდუქტიული იყო დღევანდელი დღე. წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები, მივეცით რჩევები. მგონი კარგი გამოვიდა ჩემი ნამუშევარი, რომელიც წარმოვადგინე ჯგუფის წევრების წინაშე.დავრწმუნდი, რომ პრეზენტაცია შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. შემდეგ გავიხსენე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ბლუმის მატრიცა. აუცილებლად გავითვალისწინებ პროექტი მოვარგო სხვადასხვა ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს. მიღებული ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
No comments:
Post a Comment